|
2026-09-17 17:41:49, 2352 ნახვა
ეკონომიკა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა, თუმცა გაზრდილია შუა აზიური ნავთობის წილი. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, წელს 8 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 16,75 მილიონი ტონა ნავთობის გატარება მოხდა. ეს მაჩვენებელი 8,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. გატარებული ნავთობის უდიდესი ნაწილი - 81,9% (13,72 მლნ ტონა) აზერბაიჯანულ ნავთობზე მოდიოდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11,3%-ით ნაკლებია. ამასთან, 4,9%-ით გაიზარდა ტრანზიტული ნავთობის წილი და მან 3,03 მილიონი ტონა (საერთო მოცულობის 18,1%) შეადგინა. შედარებისთვის, 2025 წელს ნავთობსადენით სულ 27,18 მილიონი ტონა ნავთობი გადაიქაჩა (7,8%-იანი კლება 2024 წელთან შედარებით), საიდანაც 23,06 მლნ ტონა აზერბაიჯანული, ხოლო 4,12 მლნ ტონა ტრანზიტული ნავთობი იყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ნავთობსადენის ოპერატორობა BP Exploration (Caspian Sea) Limited-ისგან SOCAR-ის შვილობილ კომპანიას — SOCAR Midstream Operations (SMO)-ს გადაეცა. ფუნქციების გადაბარება მილსადენის სამივე მონაკვეთს — აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს მოიცავს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)