|
2026-09-17 17:24:56, 1959 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია
საქართველოში პირველ Trump Tower-ს თიბისის პარტნიორები განახორციელებენ. პროექტი The Trump Organization-თან თანამშრომლობით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები და დეველოპერები Archi Group და Invia არიან, თანადეველოპერი - The Sapir Organization, ხოლო ინვესტორები - Block Stone Capital, Finvest და Vector Group. Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალური პრეზენტაცია 15 სექტემბერს გაიმართა. ინვესტორებმა პროექტი ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს. Trump Tower Tbilisi კავკასიის რეგიონში პირველია, რომელიც Trump-ის ბრენდის ქვეშ ხორციელდება. 62-სართულიანი Trump Tower-ი თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იქნება და მისი სიმაღლე 280 მეტრს მიაღწევს. კონცეფციაზე მსოფლიოს უმსხვილესმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Gensler-მა იმუშავა. Trump Tower Tbilisi მასშტაბური პროექტის, Downtown Tbilisi-ს, ნაწილი და მთავარი სიმბოლოა. პროექტი თბილისის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს და მისი ჯამური ინვესტიცია $2 მილიარდს აღემატება. Downtown Tbilisi რეგიონში პირველი პრემიუმ უბანი იქნება, რომელიც ლუქს კლასის საცხოვრებელ სახლებსა და რეზიდენციებს, მაღალი კლასის სასტუმროს, პრემიუმ სავაჭრო და საოფისე სივრცეებს, რესტორნებს, გასართობ ობიექტებსა და ბიზნესცენტრს გააერთიანებს. „ვამაყობ, რომ თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილესი დეველოპერული პროექტი ხორციელდება. პროექტის ინვესტორების მთავარი ფინანსური პარტნიორი სწორედ ჩვენ ვართ - წლებია მათთან ერთად ვახორციელებთ მაშსტაბურ პროექტებს და ვაძლიერებთ ეკონომიკას თბილისსა და რეგიონებში. Downtown Tbilisi-ის ფარგლებში ქვეყანაში Trump-ის ბრენდი შემოდის - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაღალი კლასის უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისთვის. ასეთი პროექტები ხელს უწყობს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ინვესტორების ყურადღების ცენტრში. დღეს სამშენებლო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები საქართველოს ეკონომიკის 18%-ს ქმნის. თიბისისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს და ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ წლებია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ სექტორის განვითარებაზე და 42%-იანი წილით უძრავი ქონების სექტორის წამყვანი დამფინანსებელი ვართ”, - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი. “Trump Tower Tbilisi არ არის მხოლოდ კიდევ ერთი პროექტი - ეს არის მნიშვნელოვანი ნახტომი საქართველოს დეველოპერული სექტორის განვითარებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, დროს გავუსწროთ და The Trump Organization-თან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ქართული ბაზარი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ეს იქნება დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Downtown Tbilisi-ის პირველი თაუერი და პროექტი, რომელიც თბილისს მსოფლიოს წამყვანი ქალაქების გვერდით დააყენებს,“ - ილია წულაია, “არქი ჯგუფის” თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)