18:34 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-14 16:54:53, 502 ნახვა

ეკონომიკა
აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T

“გალტ ენდ თაგარტის” შეფასებით, აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 695 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ ეს წლიურად 8.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

სხვადასხვა ინდიკატორებზე დაყრდნობით გაკეთებული წინასწარი შეფასებით, ჯამში, 8 თვეში საქართველოში ტურიზმის შემოსავლები 3.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ამ შემთხვევაში ზრდა მხოლოდ 1.6% შეადგენს. ზრდის დაბალი მაჩვენებელი გაზაფხულზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო ტურიზმში დანაკლისმა განაპირობა.

“ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს” - წერს ახალ ანგარიშში “გალტ ენდ თაგარტი”.

დღეს ეკონომიკის სამინისტრომაც განაცხადა, რომ საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკაა მგზავრთა გადაყვანის მიმართულებითაც. უწყების ცნობით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები საანგარიშო პერიოდში 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის მანძილზე, წლის პირველი 8 თვის ჭრილში, ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს.

ტურიზმის დეტალური მაჩვენებლები სავარაუდოდ 15 სექტემბერს გახდება ცნობილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T
კრავჩენკო 5 დღით პარიზში გაემგზავრა
სიკორსკიმ ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინის თავზე რუსული დრონები და რაკეტები ჩამოაგდონ
ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics