15:42 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-14 14:48:30, 378 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების, გამოცდილების გაზიარებისა და მასწავლებელთა პრაქტიკული მხარდაჭერის მიზნით,  ეროვნული ბანკის ორგანიზებით,  მასშტაბური კონფერენცია - ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე გაიმართა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა პედაგოგები, განათლების სფეროს ექსპერტები, საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, რათა ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობის გაღრმავებას.

კონფერენცია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ფინანსური განათლების მიმართულებით არსებული სახელმწიფო ხედვის, პროგრამებისა და შესაძლებლობების წარმოჩენას, ხოლო, მეორე მხრივ, მასწავლებლებისთვის პრაქტიკული მიდგომებისა და საგანმანათლებლო რესურსების გაზიარებას. რაც ხელს შეუწყობს სასკოლო სივრცეში ფინანსური განათლების ეფექტიან ინტეგრირებასა და სწავლებას.

ღონისძიების პრაქტიკული ნაწილი მთლიანად დაეთმო პედაგოგთა გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას ვორქშოფების ფორმატში. მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:

  • ფინანსური განათლების პრაქტიკული სწავლება და სხვადასხვა სასკოლო საგანში ინტეგრირება;
  • ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში;
  • მოსწავლეებში ციფრული ფინანსური უნარების განვითარება.

კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ პანელურ დისკუსიაში - „საფინანსო სექტორის როლი მომავალი თაობის ფინანსურ განათლებაში“ - აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა. სესია შეეხო საფინანსო სექტორის შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობას ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მხარდაჭერის პროცესში. საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა, მაგდა ბობოხიძემ კოლეგებთან ერთად გააზიარა ბანკის  გამოცდილება, განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივები და იმსჯელა იმაზე, თუ როგორ გახდა სკოლებში ფინანსური განათლების მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი.

კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტებისა და გამარჯვებულის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს იმ მასწავლებლების აღიარებასა და წახალისებას, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მომავალი თაობის ფინანსური წიგნიერების ამაღლებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
კობახიძე - არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics