19:35 - 11 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-11 18:34:25, 234 ნახვა

ეკონომიკა
ბოლო ერთ თვეში საწვავი 20-40 თეთრით გაძვირდა

ბოლო კვირებია, საქართველოში არსებულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასი იზრდება. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“ ფასის მატებას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირებენ.

 სამი კომპანიის საწვავის ფასები წინა თვის მონაცემები:

„ვისოლი“

  • ეკო სუპერი - გაიზარდა 19 თეთრით;
  • დიზელ ენერჯი - 40 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - 11 თეთრით;
  • ეკო დიზელი - 37 თეთრით;
  • ეკო პრემიუმი - 17 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 39 თეთრით;
  • სუპერი 100 - 20 თეთრით.

„გალფი“

  • G-force - სუპერი - 22 თეთრით;
  • G-force - პრემიუმი - 22 თეთრით;
  • G-force - ევრო რეგულარი - 20 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - 20 თეთრით;
  • G-force - ევრო დიზელი - 32 თეთრით;
  • ევრო დიზელი - 32 თეთრით.

„ლუკოილი“

  • Super Ecto - 16 თეთრით;
  • Premium Avangard-ი - 23 თეთრით;
  • Euro Regular-ი - 18 თეთრით;
  • Euro Diesel-ი - 63 თეთრით.

„მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ გადამამუშავებელმა ქვეყნებმა, რომლებიც არიან ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში და ასე შემდეგ საწვავის აუქციონის წესით გაყიდვა დაიწყეს. აუქციონი ფასს ყოველთვის ამატებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა.

იმის გამო, რომ საწვავი გამოიყენება ნებისმიერი პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის, მის ფასზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყანაში ინფლაცია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოლო ერთ თვეში საწვავი 20-40 თეთრით გაძვირდა
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
უკრაინულმა ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელმა კომპანიამ რუსეთზე უახლოეს კვირებში თავდასხმების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics