19:41 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-09 22:01:16, 1754 ნახვა

ეკონომიკა
2018-2025 წლებში საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთების ნაკადი 109%-ით გაიზარდა

2018 წლიდან 2025 წლამდე საქართველოს გავლით გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 109%-ით გაიზარდა. ამის შესახებ  PMC Research-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს შუა დერეფანში სატრანზიტო ტვირთების ნაკადებს ეძღვნება.

კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ტვირთების გადაზიდვამ პიკს 2024 წელს მიაღწია და 15.1 მილიონ ტონას მიაღწია.

თუმცა, PMC-ის მონაცემებით, 2025 წელს სატრანზიტო ტვირთების მოცულობა წინა წელთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა და 13.7 მილიონ ტონას მიაღწია.

„შემცირების მთავარი ფაქტორი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში ტვირთების გადაზიდვის 7.8%-იანი შემცირება იყო. ამის მიუხედავად, ეს მარშრუტი კვლავ ინარჩუნებს დომინანტურ პოზიციას და მთელი სატრანზიტო ტვირთების 69.7%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ჩრდილო-დასავლეთის დერეფანთან დაკავშირებით, ანგარიშის თანახმად, ტვირთბრუნვა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 33.5%-ით შემცირდა და 1 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამის საპირისპიროდ, PMC-ის შეფასებით, სამხრეთ-დასავლეთის დერეფანში 2018 წლიდან 2025 წლამდე სტაბილური დარჩა. ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტმა იმავე პერიოდში უწყვეტი ზრდა დააფიქსირა, თუმცა 2025 წელს ამ მარშრუტზეც მცირედი კლება დაფიქსირდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics