|
2026-09-08 22:36:12, 621 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა შეთანხმებას და CIPS-ის (Cross-Border Interbank Payment System) პირდაპირი წევრობის სტატუსი მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია საერთაშორისო გადარიცხვების გაფართოებისა და RMB ბიზნესოპერაციების განვითარების მიმართულებით. CIPS-ის პირდაპირი წევრობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ბაზისბანკის პოზიციებს ჩინეთსა და გლობალურ ფინანსურ ბაზრებთან ინტეგრაციის მიმართულებით. აღნიშნული უზრუნველყოფს RMB-ში ტრანზაქციების სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტიან განხორციელებას, რაც დამატებით იმპულსს მისცემს საქართველო–ჩინეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას. ამასთანავე, CIPS-ის სისტემაში საკლირინგო მხარდაჭერისა და ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ბაზისბანკმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტთან - Agricultural Bank of China-სთან. ბაზისბანკი განაგრძობს საერთაშორისო საბანკო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და საკუთარი მომხმარებლებისთვის თანამედროვე, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი საერთაშორისო გადარიცხვების შეთავაზებას. „CIPS-ის პირდაპირი წევრობის სტატუსის მიღება და ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბანკთან პარტნიორობის დაწყება ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეტაპია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაზისბანკი აქტიურად ვითარდება გლობალური საბანკო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს RMB-ში ტრანზაქციების პროცესს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის საერთაშორისო ვაჭრობით დაინტერესებულ ჩვენს მომხმარებლებსა და ბიზნესპარტნიორებს.” - აღნიშნავს ბაზისბანკის ფინანსური დირექტორი, ლია ასლანიკაშვილი. ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ 2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. იგი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. 2026 წლის 7 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.1 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 7 თვის წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)