|
2016-04-07 18:14:59, 1166 ნახვა
მსოფლიო
პუტინი ე.წ პანამის დოკუმენტებზე: ამ დოსიეს შეთხზვა, იმათ აწყობთ, ვისაც "რუსეთის გაკონტროლება" უნდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. პანამის დოკუმენტებს რუსი ხალხის „ერთიანობის შერყევის მცდელობა“ უწოდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იტყობინება. აღნიშნული განცხადება, პუტინმა სანკტ პეტერბურგში მედია ფორუმზე გააკეთა. მისივე თქმით, გამოძიების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს უკავშირდება, კერძოდ ე.წ. ოფშორული კომპანიები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. მისი თქმით, ეს ნაწილი კორუფციულ კომპონტენტს არ შეიცავს და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ამის ყველაზე მარტივი გზა - ხელისუფლების ორგანოების, მმართველი ორგანოების მიმართ უნდობლობის შექმნაა საზოგადოების შიგნით. ეს წარმატებით იქნა გამოყენებული პირველი მსოფლიო ომის ტრაგიკულ წლებში, როცა ქვეყანა დაშლამდე მიიყვანეს“, - განაცხადა პუტინმა. პუტინის თქმით, ის ამაყობს, რომ როლდუგინისნაირი მეგობრები ჰყავს, მუსიკოსი მთელ ქონებას „რუსეთისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად ხარჯავს“. „ერთ-ერთ ჩვენს კომპანიაში ის მინორიტარული აქციონერია და გარკვეულ ფულს იღებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მილიარდები არ არის. ეს სისულელეა, მსგავსი არაფერი ხდება“, - განაცხადა პუტინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. პანამის დოსიეში არ ფიგურირებს, შესაბამისად „სალაპარაკო არაფერია“. როგორც პუტინმა აღნიშნა, ამ დოსიეს შეთხზე, იმათ აწყობთ, ვისაც "რუსეთის გაკონტროლება" უნდა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. პანამის დოსიეს თანახმად, ოფშორული კომპანიების საშუალებით რუსეთიდან 2 მილიარდამდე აშშ დოლარის გატანა მოხდა. ამ საქმეში რუსეთში ცნობილი მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი ფიგურირებს, თუმცა, როგორც დღეს პუტინმა განაცხადა, როლდუგინს მილიარდები არ გააჩნია ე.წ პანამის დოსიეში პუტინის კიდევ რამდენიმე მეგობარი ფიგურირებს: ბიზნესმენი სულეიმან კერიმოვი, არკადი როტენბერგი, იური კოვალჩუკი, სახელმწიფოს გენერალური მდივნის ცოლი - ტატიანა ნავკა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)