|
2026-09-04 16:28:55, 20328 ნახვა
რეგიონი
სომხეთმა ჟურნალისტ ილია დანილოვის რუსეთს ექსტრადირებაზე უარი თქვა
სომხეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ჟურნალისტისა და ნავალნის საარჩევნო შტაბის ყოფილი კოორდინატორის, ილია დანილოვის, რუსეთში ექსტრადირებაზე. მან წარმატებით გადაკვეთა სომხეთ-საქართველოს საზღვარი და დაბრუნდა თბილისში, სადაც 2021 წლიდან ცხოვრობდა რუსეთის იძულებით დატოვების შემდეგ. დანილოვი სომხეთში დააკავეს 2026 წლის 1 აგვისტოს, სადაც ის საქართველოში კანონიერი ყოფნის აღდგენის მიზნით გაემგზავრა. იგი დააკავეს მოსკოვის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, რომელიც ეხებოდა „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას“ და რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელებას. დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში სომეხმა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს, თუმცა ის ვერ შეძლო საქართველოში დაბრუნება, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება რუსეთის მოთხოვნას განიხილავდა. ერთი თვის განმავლობაში დანილოვი სომხეთში სასტუმროში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას ელოდა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ კონკრეტული საფუძვლებით მოხდება - კანონპროექტი
საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)