|
2026-09-03 12:41:58, 1844 ნახვა
ეკონომიკა
II კვარტალში ბიზნესის ბრუნვა ₾67.5 მილიარდამდე გაიზარდა
საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების თანახმად, 2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.5%, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.4%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 8.1%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.8%-იანი წილით, მშენებლობა — 4.8%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.4%-იანი წილით, ხოლო 10% დანარჩენ დარგებზე განაწილდა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც და მისი მოცულობა 25.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.7%-ით მეტია. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.8% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11.6% — საშუალოზე, 18.6% კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6%, საშუალოზე — 23.6%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 27.8%. პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (20.5%), ვაჭრობა (18%), მშენებლობა (14.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.8%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.9%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.4%-იანი წილი ეჭირა. 2026 წლის II კვარტალში, საწარმოებმა სულ 32.5 მილიარდი ლარის (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით მეტი) საქონელი და მომსახურება იყიდეს, ხოლო მათ შორის გადასაყიდად განკუთვნილი საქონელი და მომსახურება 19.4 მილიარდი ლარის (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3%-ით მეტი) იყო. რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვასა (79.4%) და პროდუქციის მთლიან გამოშვებაში (63.6%) თბილისი ლიდერობს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)