|
2026-09-02 16:00:02, 1595 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ბანკმა ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებისთვის ინვოისების შექმნისა და გაგზავნის ახალი ფუნქციონალი დანერგა. ამიერიდან ბიზნეს მომხმარებლებს პირდაპირ აპლიკაციიდან შეუძლიათ შექმნან და გაუგზავნონ ინვოისი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს — ხელმოწერისა და კომპანიის ლოგოს დამატების შესაძლებლობით. იურიდიული პირი ინვოისის შესახებ ინფორმაციას Push შეტყობინებით მიიღებს და ბიზნეს მობილბანკშივე გამოუჩნდება, ხოლო ფიზიკურ პირს ინვოისი ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება. ახალი ფუნქციონალი ინვოისების მართვასაც ამარტივებს. ავტომატურად ახლდება ინვოისის სტატუსი (გადახდილი, ნაწილობრივ გადახდილი, ვადაგასული და სხვა), ჩარიცხული თანხა ებმის შესაბამის ინვოისს, მომხმარებელს ასევე შეუძლია ნახოს, გახსნა თუ არა ადრესატმა გაგზავნილი ინვოისი, ხოლო მიმღები გადახდის ვადის დადგომამდე ავტომატურ შეხსენებას მიიღებს. მობილბანკში შესაძლებელია იმ კონკრეტული თანამშრომლის მითითებაც, ვისაც ინვოისის ნახვა და დამუშავება ევალება. აღმოაჩინეთ ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობები მარტივად.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)