|
2026-09-01 15:19:03, 1204 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი – მოწყვლადი სეგმენტის მომხმარებლების დაცვა მხოლოდ მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან ხდება და არ ეხება ჩვეულ გადახდა/გადარიცხვებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს მომხმარებლის მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან და შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვას. ეროვნული ბანკის ცნობით, დამატებითი დაცვის მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, კომერციული ბანკი, მიკრობანკი, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) შემდეგ ოთხ გარემოებას ერთდროულად გამოავლენს: გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობასთან; გამოვლენილია მომხმარებლის ხარჯვისა და ქცევის უჩვეულო თავისებურება; გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს; მომხმარებლის ასაკი აღემატება 60 წელს; „ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, 48 საათით შეაჩეროს მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულება, დაუკავშირდეს მომხმარებელს და მარტივი და გასაგები ფორმით მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია რისკების ან შესაძლო თაღლითობის შესახებ. მომხმარებელს რისკიანი ან საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათის განმავლობაში ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი ოპერაციის შესრულებას კვლავ გადაწყვეტს, ამის შესახებ მან მომსახურების პროვაიდერს უნდა დაუდასტუროს. აღსანიშნავია, რომ ცვლილება შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მსგავსი მიდგომა, კერძოდ, გარკვეული მოცულობის მაღალი რისკის ოპერაციების შეჩერების მექანიზმი მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, კანადა, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირის ქვეყნები და სხვა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)