|
2026-09-01 14:53:21, 949 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა
„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა" - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავა. პორტის ტერიტორიაზე ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი - Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად განახორციელებენ. „ერთი თვის წინ შემოვიდა Tristao Da Cunha - ესეც Jan De Nul ჯგუფის დამღრმავებელი გემია, რომელმაც დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის ტალღმტეხელის ძირში დაღრმავებითი სამუშაოების განხორციელება უზრუნველყო, ახლა კი გადაინაცვლა ანაკლიის შემოსასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავებითი სამუშაოების განსახორციელებლად. Al-Idrisi და Tristao Da Cunha სამუშაოებს ერთობლივად ახორციელებენ, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება", - აცხადებს ზურაბ სიჭინავა. მისივე განმარტებით, პარალელურად, ხმელეთის მხარეს ტალღმტეხელის ტანის მშენებლობა მიმდინარეობს. „საბოლოოდ, 1376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი აშენდება. ტალღმტეხელი და ზღვის ფსკერი, რომელიც დაღრმავებული იქნება 17,5 მეტრამდე, იძლევა შესაძლებლობას, მივიღოთ შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მძიმე ტვირთამწეობის გემები. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით დასრულდება" - აღნიშნა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა. მისივე თქმით, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის განვითარება "ლენდლორდის" მოდელით გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები ავითარებენ ხმელეთის მხარეს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)