09:36 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-27 13:34:30, 1108 ნახვა

ეკონომიკა
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება.

პროგრამის 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო დაამჯერად საკუთარი ბიზნესის ან იდეის განვითარების შესაძლებლობა კახეთში მცხოვრებ ქალ მეწარმეებს ეძლევათ.  

22-ე ნაკადის ამჯერად თელავში გაიმართება, სადაც მონაწილეები ინტენსიურ ვორკშოპებს 30 სექტემბერს, 1 და 2 ოქტომბერს გაივლიან.  ინიციატივა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

პროგრამა ქალ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული კონტაქტები საკუთარ რეგიონშივე მიიღონ.  

პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა დათანამშრომლობას. მონაწილეები ჩაერთვებიან პირისპირსწავლების პროცესში, სადაც წამყვანი ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას გაუზიარებენ.  

პროგრამა მონაწილეებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, პროფესიული ქსელი გაიფართოონ, ახალი საქმიანიკონტაქტები შეიძინონ და საგრანტო კონკურსში მიიღონმონაწილეობა.  

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 400-მდე მეწარმე ქალმა მიიღო.  

22-ე ნაკადში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ პროგრამის ვებგვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics