|
2026-08-22 10:57:43, 253 ნახვა
საზოგადოება
ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამა შეჩერდა - სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს
ჰარვარდის დევისის ცენტრში საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შეჩერების შესახებ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნიბით "პროგრამის შემდგომი გაგრძელება ვერ შეთანხმდა, რადგან პროგრამის ახალი ეტაპის დასაწყებად სამინისტროსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი შეთანხმებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ აქტივობებს, ბიუჯეტს, განხორციელების ვადებსა და გაზომვად შედეგებს". შესაბამისად, სამინისტროს შეფასებით, ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა. "მიმდინარე წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოხატა და ამისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსებაც გამოყო. პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში სამინისტრომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გააგრძელა, მათ შორის 2026 წლის 31 მარტამდე, რათა პროგრამას დარჩენილი აქტივობების დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონოდა. სამინისტრომ ჰარვარდს ასევე სთხოვა შესრულებული სამუშაოების ანგარიში და პროგრამის შემდგომი განვითარების კონკრეტული ხედვა. თუმცა, პროგრამის შემდგომი გაგრძელება ვერ შეთანხმდა, რადგან პროგრამის ახალი ეტაპის დასაწყებად სამინისტროსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი შეთანხმებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ აქტივობებს, ბიუჯეტს, განხორციელების ვადებსა და გაზომვად შედეგებს. შესაბამისად, ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა. პროგრამის დასრულების შემდგომ, სამინისტრომ, ჰარვარდის პოზიციის გათვალისწინებისა და შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, კვლავ გამოხატა მზადყოფნა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზნებთან და დანიშნულებასთან შესაბამისი ერთობლივი აქტივობების განსახორციელებლად. შესაბამისად, ჰარვარდს აქვს შესაძლებლობა, გამოყოფილი ფინანსური რესურსი კვლავ პროგრამის მიზნებისთვის მიმართოს, ფინანსური ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჰარვარდთან აკადემიურ თანამშრომლობაზე უარს არ ნიშნავს. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სახელმწიფო რესურსის ეფექტიან და ანგარიშვალდებულ მართვას და ახალი ეტაპის დასაწყებად აუცილებელი პროგრამული და ფინანსური ჩარჩოს არსებობას. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა — მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე. სამინისტროს პოზიცია უცვლელია: საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და სახელმწიფო რესურსის ეფექტიან გამოყენებას" - ნათქვამია განცხადებაში.
ნიკო მანაგაძე ირაკლი კირცხალიას სასამართლოში უჩივის
ზელენსკი -კრივოი როგში მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას და ადამიანების ძებნას
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმიგრანტული ვიზების დამუშავების შეჩერება გააუქმა
რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეში საწყობები დაბომბა, ოდესის რეგიონში რკინიგზის სადგური დააზიანა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი -კრივოი როგში მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას და ადამიანების ძებნას
რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეში საწყობები დაბომბა, ოდესის რეგიონში რკინიგზის სადგური დააზიანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)