07:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 18:36:13, 615 ნახვა

საზოგადოება
მერია ტაქსების სერვისის გაუმჯობესებისთვის გადასახადების დაწესებას უარყოფს

თბილისის მერია ტაქსების მომსახურების სერვისის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით სამუშაო დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ,  ინფორმაცია, თითქოსდა, თბილისის მერია ტაქსების სერვისის გაუმჯობესებისთვის გარკვეული გადასახადების დაწესებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დედაქალაქში ტაქსების მომსახურების სერვისის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით სამუშაო დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა, თბილისის მერია აღნიშნულ სფეროში გარკვეული გადასახადების დაწესებას გეგმავს.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ტაქსების მძღოლებისა და ტაქსის სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის დედაქალაქის მერიის მხრიდან რაიმე სახის გადასახადის დაწესების საკითხი არ განიხილება, ამასთან, ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ სამუშაო დოკუმენტის ფორმირება, რომლის მიზანიცაა, საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების სერვისის შექმნა.

სამუშაო დოკუმენტი, თავის მხრივ, მოიცავს ავტომანქანების ტექნიკური გამართულობის ნაწილსა და მძღოლების კომპეტენციის დადგენის შესაძლებლობების გზებს, ამასთან, ვითვალისწინებთ რა, რომ ტაქსების მძღოლებისათვის აღნიშნული საქმიანობა, ხშირად, შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, საკითხის გარკვეულ რეგულაციაში მოქცევისას, მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. 

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ მოახდენენ თემის არასწორ ინტერპრეტაციას, რათა საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics