2026-07-29 09:11:52, 1269 ნახვა
მსოფლიო
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს იორდანიაში განლაგებულ ამერიკელ ჯარისკაცებს, იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი IRIB.
IRGC-ის ცნობით, მისმა საჰაერო ძალებმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა დაარტყა იორდანიაში აშშ-ის საჰაერო ბაზას და აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) სამეთაურო ცენტრს.
„სანამ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მუქარა და აშშ-ის ძალების უკანონო და მავნე ქმედებები ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ გაგრძელდება, წინააღმდეგობა გაგრძელდება“, - ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში.
„აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან მუქარა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ უკანონო ჩარევები უნდა შეწყდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა IRGC-მ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან