|
2026-07-27 21:57:23, 1288 ნახვა
ეკონომიკა
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის სალარო ტერმინალით სარგებლობას მეწარმეები სრულიად უფასოდ, ყოველთვიური საკომისიო გადასახადის გარეშე შეძლებენ. ტერმინალზე თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდის საკომისიო კი, მხოლოდ 1% იქნება. სალარო ტერმინალით სარგებლობა, პირველი 6 თვის განმავლობაში, ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის, სრულიად უფასოა. სპეციალური შეთავაზება იმ მეწარმეებზე გავრცელდება, რომლებიც თიბისის პოს-ტერმინალებით არ სარგებლობენ და სალარო ტერმინალს 23 ივლისიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით შეიძენენ. რა უპირატესობები აქვს თიბისის სალარო ტერმინალს: თიბისის სალარო ტერმინალის მოწყობილობაში გაერთიანებულია პოს ტერმინალისა და სალარო აპარატს ფუნქციები, რომლითაც საბარათე და სალარო ტრანზაქციების შესრულება ბევრად უფრო მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი. ამასთანავე, სალარო ტერმინალი დამატებით, სხვა უპირატესობებითაც გამოირჩევა:
"თიბისი ბიზნესების N1 მხარდამჭერია. მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესების წარმომადგენლებს გავუმარტივოთ ყოველდღიური საქმიანობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები/სერვისები შევთავაზოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სალარო ტერმინალების სპეციალური შეთავაზებაც. დარწმუნებული ვარ, სიახლე არაერთ ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გაიმარტივოს გადახდების პროცესი და შეღავათიანი პირობებით ისარგებლოს." - დავით მესხიძე, გადახდების ლიგის ლიდერი. სალარო ტერმინალისა და შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/pos-terminal-summer-offer
„მე რუსეთს დეესკალაციისკენ მოვუწოდე“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვთან შეხვედრაზე ისაუბრა
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)