|
2016-04-06 12:27:07, 1367 ნახვა
მსოფლიო
ატლანტიკური საბჭოს ექსპერტები - სირიაში რუსეთი საავადმყოფოებს და მეჩეთებს ბომბავდა
სირიის კამპანიის დროს რუსეთის მიერ განხორციელებული საავიაციო დარტყმების დროს ძირითად სამიზნეს არა "ისლამური სახელმწიფო", არამედ სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები და მეჩეთები წარმოადგენდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. როგორც მედია საშულება ატლანტიკური საბჭოს ექსპერტთა ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის მიზანი კრემლის მოკავშირე ბაშარ ალ ასადის გადარჩენა და მისი ოპოზიციის დასუსტება იყო. მათივე ცნობით, რუსეთმა აკრძალული კასეტური იარაღი გამოიყენა. "ეს ანგარიში წარმოადგენს რეალობას სირიაში რუსეთის კამპანიის შესახებ. რუსეთმა საავიაციო დარტყმები ჰოსპიტალებზე, წყლის გადამამუშავებელ ნაგებობებზე, მეჩეთებზე განახორციელა. რუსეთმა კასეტური იარაღი გამოიყენა და თითქმის ყველა შემთხვევაში გაანადგურა არა -"ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეები. ეს არის სიმართლე, რომელიც უნდა იყოს გაცნობიერებული რუსეთთან მოლაპარაკებების დროს“, - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა. მისივე განცხადებით, რუსეთის სამხედრო კამპანიამ ასადის ძალებს საშუალება მისცა დაკარგული პოზიციები ხელახლა დაეკავებინათ. ანგარიშზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ კამპანიის დასაწყისში განხორციელებული 30 საავიაციო დარტყმიდან, ISIS-ი სამიზნეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში წარმოადგენდა. "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ დაეჯერებინათ დასავლეთელი მოკავშირეების და პენტაგონის განცხადებებისთვის და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროსგან გაეგოთ იმის თაობაზე, თუ რას აკეთებდა რუსეთის სირიაში. ჩვენც ასე მოვიქეცით. დავაკვირდით თავდაცვის სამინისტროს მიერვე გავრცელებულ ყველა ვიდეომასალას, რომელიც მათი რწმუნებით, აისისის წინააღმდეგ მიტანილ იერიშებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. რაც ჩვენ ვნახეთ იყო ის, რომ პირველივე კვირებში, 30 დარტყმიდან აისისი მხოლოდ ერთ სამიზნეს წარმოადგენდა. დანარჩენი 29 კი არა", - განაცხადა კვლევის ავტორმა მაქსიმილიან ცუპერსკიმ. კვლევაზე მომუშავე ექსპერტებმა, ასევე, აღმოაჩინეს არასწორი მონაცემები სამიზნეების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით და მოსკოვის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ISIS-ი რუსი სამხედროების სამიზნეს არ წარმოადგენდა. ატლანტიკურ საბჭოში დღეს განაცხადეს, რომ სირიაში რუსეთი 2 მიზეზით შევიდა - „მან გადაარჩინა მოსკოვის დიდი ხნის მოკავშირე ასადი და ასევე მოახერხა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადრების უკრაინის მოვლენებიდან გადატანა“.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)