16:46 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-18 22:04:05, 2074 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

განახლებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის რეგიონში Wildberry-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე დრონით თავდასხმის შედეგად 61 ადამიანი დაშავდა, განაცხადა გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა.

„უმეტესობას დაუდგინდა ნამსხვრევებისა და ნაღმების აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობები, ტვინის ტრავმული დაზიანებები, მოტეხილობები, დამწვრობა და კვამლის შესუნთქვა“, - დაწერა ვორობიოვმა Telegram-ზე. მან დასძინა, რომ 40 დაშავებული საავადმყოფოშია. მათგან ცხრა მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 31 - საშუალო სიმძიმის. დანარჩენებს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ.

ვორობიოვის თქმით, დაშავებულთა უმეტესობა - 57 ადამიანი - ელექტროსტალში იმყოფება. სწორედ აქ მდებარეობს Wildberry-ის უდიდესი ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც დღეში 7 მილიონზე მეტ ნივთს ამუშავებს.

უძრავი ქონების წყაროებმა „ვედომოსტის“ განუცხადეს, რომ კომპანია დაახლოებით 50 მილიარდი რუბლის ზარალს განიცდის. ელექტროსტალში მდებარე ლოჯისტიკური ცენტრის გარდა, დრონით თავდასხმის შედეგად Wildberry-მა ტამბოვის რეგიონში დიდი საწყობი დაკარგა. ორი ჰაბის საერთო ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდ რუბლს შეადგენს, ხოლო ობიექტებში შენახული აღჭურვილობისა და ინვენტარის გათვალისწინებით, „ვედომოსტის“ წყაროების ცნობით, საერთო ზარალმა შესაძლოა 50 მილიარდ რუბლს მიაღწიოს.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათი თქმით, ერთიდან ორ წლამდე დასჭირდება. The Bell-ის წყაროების ცნობით, Wildberries-მა შესაძლოა საწყობის ტევადობის 15%-მდე დაკარგოს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics