16:46 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-17 11:23:17, 1880 ნახვა

მსოფლიო
ვენსმა უარყო, რომ ირანისგან აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ ინსაიდერული ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია მიიღო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირანმა გააფრთხილა, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან ამერიკელი მომლაპარაკებლები ინსაიდერულ ინფორმაციას ფინანსური სარგებლის მისაღებად იყენებდნენ.

„ეს სრულიად სიმართლეს არ შეესაბამება. მე არასდროს მიმიღია ასეთი ინფორმაცია“, - წერს ვიცე-პრეზიდენტი X-ში. ასე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ამერიკული პორტალის Drop Site News-ის პუბლიკაციას. გამოცემის ცნობით, ირანის წარმომადგენლებმა ივნისში შვეიცარიაში კონსულტაციების დროს გააფრთხილეს, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ამერიკელი ლიდერის სიძე ჯარედ კუშნერი „ბოროტად იყენებდნენ“ მოლაპარაკებებში მონაწილეობას და „უფრო მეტად დაინტერესებულნი იყვნენ ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ფინანსურ ბაზრებზე მოგების მისაღებად, ვიდრე გარიგების დადებით“.

„[ასეთი ინფორმაციის] მიღების შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ ჯარედი და სტივი პრეზიდენტის [აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის] გუნდის სანდო წევრები და ძალიან ახლო მეგობრები არიან. არავის გაუკეთებია იმაზე მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის რეგიონში, ვიდრე მათ“. „ის ვარაუდი, რომ ისინი ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვაჭრობენ, აბსურდულია“, - დასძინა ვენსმა.

ზემოაღნიშნული გამოცემის თანახმად, რომელიც ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გამოქვეყნდა, ისლამური რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ ტრამპთან დაახლოებულმა პირებმა, პირველ რიგში ვიტკოფმა და კუშნერმა, დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს „ბაზრის მანიპულაციების“ გზით. ირანულმა მხარემ ასევე, სავარაუდოდ, შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ვიტკოფი და კუშნერი ინფორმაციას მედიას ავრცელებენ და „თითქმის ყოველდღიურად“ ესაუბრებიან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მოსადის სადაზვერვო სამსახურის დირექტორს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics