16:46 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-14 11:25:56, 1504 ნახვა

მსოფლიო
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით

დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებთან სამთავრობათშორისო კონფერენციების დაწყებამდე განაცხადა. 

„ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ გაწევრიანების ოთხ კონფერენციას ერთ დღეს ვმართავთ. ოთხი მოწინავე კანდიდატი - უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი და მონტენეგრო წინ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. უკრაინასთან და მოლდოვასთან მე-6 კლასტერს ვხსნით, რაც მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს. ასევე, ეს ეხება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას. ორივე ქვეყანა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში თავის წვლილს შეიტანს“, - განაცხადა მარტა კოსმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გახსნის ტემპი წევრი სახელმწიფოების პოზიციებზეა დამოკიდებული.

„ის, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია დარჩენილი ოთხი კლასტერის გახსნა, დამოკიდებულია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე და წევრ სახელმწიფოებზე. მაგრამ, მაშინაც კი, თუ ცოტა ხნით ლოდინი მოგვიწევს, ტექნიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება“, - აღნიშნა კოსმა.

ასევე, კოსის ცნობით, მონტენეგრო გაწევრიანების მოლაპარაკებების რამდენიმე თავს ხურავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics