17:33 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-12 13:14:47, 1814 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრეჰემის გარდაცვალების შესახებ განაცხადა და მას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი უწოდა, ვისთანაც კი ოდესმე უმუშავია.

თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში, გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ გრეჰემი „ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი“ იყო და მთელი ცხოვრება ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა.

„სენატორი ლინდსი გრეჰემი, ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი, ვინც კი ოდესმე მინახავს, ​​გარდაიცვალა! ის შრომისმოყვარე და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვენატრება!!! დეტალები და მოვლენები მომავალში. ძალიან სამწუხაროა!“ - განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics