|
2026-06-20 17:42:08, 294 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
2026 წლის იანვრიდან მაისამდე საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წლის პირველ ხუთ თვეში იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. კერძოდ, იანვრიდან მაისამდე ქვეყანაში იმპორტირებულია 77,054 ავტომობილი, რომლის ღირებულება 1.251 მილიარდი დოლარია. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 90,434 ავტომობილი, რომლის ღირებულება 1.567 მილიარდი დოლარია. ამგვარად, წლიურად, ავტომობილების იმპორტი მოცულობით 14.8%-ით, ხოლო ღირებულებით დაახლოებით 20.2%-ით შემცირდა. სტატისტიკის მიხედვით, აშშ კვლავ რჩება საქართველოში ავტომობილების წამყვან მიმწოდებლად. 2026 წლის პირველ ხუთ თვეში აშშ-დან იმპორტირებულია 58,881 ავტომობილი, რომლის ღირებულება 698.1 მილიონი დოლარია. საქართველოში ავტომობილების გაყიდვის ტოპ 10 ქვეყანა (2026 წლის იანვარი-მაისი): აშშ — 58,881 ავტომობილი, რომლის ღირებულება 698.1 მილიონი დოლარია;
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)