06:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 18:40:31, 586 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დაინიშნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 2016 წლის 20 აპრილს გაიმართება.

შესაბამისი დადგენილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 5 აპრილს 10.00 სთ დაიწყება. რეგისტრაციის ბოლო ვადად 2016 წლის 14 აპრილის 18.00 სთ განისაზღვრა. კენჭისყრის  პროცედურა კი 2016 წლის 20 აპრილს 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე გაიმართება. არჩევნების შედეგები  არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი. თითოეულ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება, ანუ ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

თუ არჩევნებში გამოვლინდება ორი ან მეტი კანდიდატი თანაბარი ხმების ოდენობით, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღეში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარებასა და საორგანიზაციო საკითხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics