23:46 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-03 13:17:04, 2356 ნახვა

საზოგადოება
დაიცავი ილიაუნი-ს ლაივ მარათონში დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა

დაიცავი ილიაუნი-ს ლაივ მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა.

შეგროვდა 2 000 000 ლარი! 
ქართველი ხალხის ერთიანობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია!
ამ მასშტაბის თანხაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, თუმცა ერთმანეთის მხარდაჭერა და სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა. 
ეს ყოველივე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს აძლევს რწმენასა და იმედს, რომ ერთიანი ძალებით ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
ამ შედეგის უკან დგას თითოეული ადამიანი, ვინც მათი ტკივილი გულთან მიიტანა და უკეთესი მომავლისთვის საკუთარი წვლილი შეიტანა. თქვენი გაღებული თითოეული ლარი უმნიშვნელოვანესია.
მადლობა ყველას, ვინც იმედის ნაპერწკლის გაღვივებაში მიიღო მონაწილეობა! 
„დაიცავი ილიაუნის“ ანგარიშები ისევ აქტიურია და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის.
წამალი ბავშვებს!"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"დაიცავი ილიაუნი" თანხას აგროვებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics