|
2026-06-02 19:15:39, 4915 ნახვა
საზოგადოება
პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს
საქართველოს პენცენტრი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველოს შექმნასა და ამოქმედებას გამოეხმაურა. "ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ყველაზე ბნელ წლებში აბრუნებს. ქართული ოცნების ხელისუფლებამ საქართველოში ავტორიტარიზმის დასამკვიდრებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა სამმართველო, რომელმაც „სიძულვილის ენას“ უნდა ებრძოლოს და საჯარო სივრცესა და სოციალურ ქსელებში მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება უნდა გააკონტროლოს „სიძულვილის ენასთან“ ბრძოლის საბაბით ძალოვანი უწყებისთვის ცენზურის მანდატის გადაცემა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ცდილობს, დანერგოს შიში და თვითცენზურა, ჩნდება შერჩევითი დევნის რისკი და სოციალურ ქსელში გამოთქმული ნებისმიერი მწვავე პოლიტიკური კრიტიკა, იუმორი თუ სატირა შეიძლება „კანონდარღვევად“ ჩაითვალოს. აქედან ერთი ნაბიჯი რჩება მედიისა და მხატვრული სიტყვის ცენზურამდე. მტკიცედ გვჯერა, რომ გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობა მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს ან მედიის თვითრეგულირების ორგანოების საქმეა და არა ძალოვანი სტრუქტურების. განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ უწყება შსს-ს ადამიანის უფლებების დეპარტამენტს ექვემდებარება. თავისუფალი სიტყვა თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, მისი შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ყველაზე ბნელ წლებში აბრუნებს". - წერია პენცენტრის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პენცენტრი 70-ზე მეტ ქართველ მწერალს აერთიანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა".
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)