|
2026-05-31 17:12:50, 4428 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს, „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, 31 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. „ასეთი აბსურდი არ მაქვს არასდროს ნანახი, საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს“, - თქვა გიორგი გელხაურმა, ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა, სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ. ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალები თანახმად, რომელსაც გაეცნო, ირაკლი ჩიხლაძეს არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს ჯაშუშურ საქმიანობასთან, მათ შორის, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების შელახვასთან. გიორგი გელხაურის თქმით, გამოძიებამ მათ გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი: „რთული მდგომარეობაა იმ გაგებით, რომ ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობაზე, რადგან საიდუმლო წარმოება მიმდინარეობს ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება ვისაუბროთ, რა მტკიცებულებები არის საქმეში წარმოდგენილი და, შესაბამისად, როგორც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს ამაზე, სამწუხაროდ, არ მოგვიწევს საუბარი“. ადვოკატი განმარტავს, რომ ირაკლი ჩიხლაძის საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს 30 მაისს, ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძესთან, რომელიც პრორუსული ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორია. „ერთადერთი, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ რაიმე სახის სპეკულაციები არ მოჰყვეს, იმავე დღეს დააკავეს კიდევ გულბაათ რცხილაძე - საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვთ. ეს არის ორი დამოუკიდებელი, ავტონომიური საქმე და ერთმანეთთან ამ საქმეებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ ერთი კვალიფიკაციით და ერთი მუხლით არის ეს გამოძიება დაწყებული”, - აცხადებს ადვოკატი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)