|
2026-05-28 22:36:08, 6659 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოს, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად ქუჩაში ხელმოწრებს აგროვებდა, ხელი გაარტყა. ნანი გვარიშვილმა, ჯერ ახალგაზრდა აქტივისტებს ტელეფონი დააგდებინა, შემდეგ კი იძალადა. აქტივისტები დღეს, 28 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პეტიციაზე ხელმოწერას აგროვებდნენ – „მიეცი წამალი ბავშვებს“. თაკო სურმანიძის თქმით, ბსუ-თან განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა და დაახლოებით 40 წუთში 300-მდე ხელმოწერა შეგროვდა. ამ დროს გამოვიდა უნივერსიტეტიდან პროფესორი, ნანი გვარიშვილი მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად. „ამ ქალმა თითის ქნევით დამიწყო ჭკუის სწავლება და ყვირილი, რომ არაფერი არ ვიცი, რძე არ შემშრობია და სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის, ვინ უნდა დააფინანსოს. ამ აგრესიის გადაღება დაიწყო მობილური ტელეფონით ჩემმა მეგობარმა, ნონა მირზოევამ. ქალბატონი კიდევ უფრო გაღიზიანდა, როცა შენიშნა, რომ უღებდნენ და პირდაპირ ხელში სწვდა ნონას, მას ხელიდან დააგდებინა ტელეფონი… ამიტომაც შეწყდა ვიდეოს ჩაწერა. ამის შემდეგ ხელზე რამდენჯერმე დაარტყა ამ პროფესორმა ნონას და თან ორივეს გვლანძღავდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ სურმანიძემ. ბსუ-ის რექტორი, ტიტე აროშიძე გმობს მომხდარს და ამბობს, რომ აღნიშნულზე ეთიკის კომისიაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
ნანი გვარიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი ბიოლოგიის დარგობრივ დეპარტამენტში მუშაობს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ნანი გვარიშვილს: „გამოდის, რომ ძალიან ცუდად უყურეთ ვიდეოს… ნახეთ, როგორ იქცევიან ახალგაზრდები? მე მათ ხუთჯერ ვთხოვე, რომ არ გაქვთ უფლება გადაღების, ისინი მომმართავდნენ შენობით და თავხედობით, არაკომპეტენტურობა ლამაზი ნათქვამია კიდევ. მე რომ მიღებ, არ უნდა მკითხო, გადამიღო თუ არა? თუ თქვენც ასე ფიქრობთ?“ – გვითხრა ნანი გვარიშვილმა. მან აქ სატელეფონო საუბრის შეწყვეტა ამჯობინა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)