|
2026-05-22 12:18:42, 3356 ნახვა
მსოფლიო
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
დრონებმა ღამით იაროსლავლი დაბომბეს. სამიზნე შესაძლოა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყოფილიყო. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine ავრცელებს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე და OSINT-ის ანალიტიკოსების ანალიზზე დაყრდნობით. Telegram-ის არხებით გამოქვეყნებულ ვიდეოში ქალაქის თავზე კაშკაშა ციმციმი ჩანს. OSINT-ის ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ კადრები იაროსლავში, ფრუნზეს გამზირიდან არის გადაღებული. შესაძლო სამიზნე, Slavneft-YANOS-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, 7 კილომეტრზე მეტ მანძილზეა. რეგიონულ ობიექტებზე დარტყმების ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. იაროსლავის ოლქის გუბერნატორმა, მიხაილ ევრაევმა, მხოლოდ ის განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმა მოიგერიეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა დაადასტურა. „კერძოდ, გუშინ ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, რომელიც ჩვენი ტერიტორიიდან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს. ჩვენ ომს სახლში, რუსეთში, სამართლიანადაც ვაბრუნებთ“, - ნათქვამია განცხადებაში. ნოვო-იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ხუთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთია. ის ყოველწლიურად დაახლოებით 15 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს. ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა „სლავნეფტის“ ნავთობისა და გაზის კომპანიის მთავარი აქტივია. კომპანიის თითქმის ყველა აქცია - 99.7% - თანაბრად ეკუთვნის „როსნეფტს“ და „გაზპრომს“. უკრაინულმა დრონებმა არაერთხელ შეუტიეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. 8 მაისის ღამეს, იაროსლავში განხორციელებული დარტყმის დროს, ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამასობაში, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრია მზარდი ზეწოლის ქვეშაა. როგორც „რბკ-უკრაინა“ იტყობინება, რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორები ყველაზე პოპულარულ AI-92 ბენზინს ზარალით ყიდიან - მინუს 84 კაპიკი ლიტრზე.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)