|
2026-05-17 11:18:37, 3875 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის გარეუბნებში დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა
რუსული მედია წერს რომ, მოსკოვის ოლქში გუშინ ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, განაცხადა გუბერნატორმა ვორობიოვმა. მოსკოვის ოლქზე ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. თუმცა, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური იქნება, მათ შორის უშუალოდ მოსკოვზეც, — განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველმა სტერნენკომ. "ოსტოროჟნო ნოვოსტის" ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში დრონით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ვორობიოვმა განაცხადა რომ, საჰაერო თავდაცვის ძალები გუშინ ღამიდან იგერიებენ დრონით თავდასხმას. ხიმკიში (მოსკოვის გარეუბანი) დრონმა კერძო სახლს დაარტყა, რის შედეგადაც ერთი ქალი მოჰყვა ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. მიტიშჩის სოფელ პოგორელკში ორი მამაკაცი დაიღუპა. დრონის ნამსხვრევები იქ მშენებარე შენობას დაეცა. წინასწარი ინფორმაციით, ისტრაში საცხოვრებელ შენობებს დრონებით დაესხა თავს სამი მამაკაცი და ერთი ქალიც დაშავდა. მოსკოვის ოლქში, ხიმკიში, დრონით თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. რამდენიმე ბინა დაზიანდა. მერმა ინა ფედოტოვამ განაცხადა, რომ დრონი სტარიე ხიმკის კუდრიავცევას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. არავინ დაშავებულა. დრონის დარტყმამ ხანძარი გამოიწვია და რამდენიმე ბინა დაზიანდა. ფედოტოვამ ასევე განაცხადა, რომ ქალი დაიღუპა, როდესაც დრონი სტარბეევოს უბანში კერძო სახლს დაეჯახა. ასევე დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ხიმკის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოდრეზკოვოს უბანში, სევერნაიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მინა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ყველა სამსახური მაღალი მზადყოფნის რეჟიმში მუშაობს.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)