16:44 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-15 17:01:46, 6999 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

თიბისი კაპიტალი და ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად მართავენ მაკრო-სექტორულ შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესს მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებსა და სექტორულ განახლებებს უზიარებენ. ამ ფორმატში მორიგი ღონისძიება - "მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო" - გაიმართა.

შეხვედრა თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას დაესწრნენ AmCham-ის წევრი კომპანიები და ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან.

თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წელს გლობალური ეკონომიკური გარემო მნიშვნელოვნად გართულდა. წლის დასაწყისში საერთაშორისო ბაზრებზე ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის შემცირების მოლოდინი არსებობდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა პროგნოზები შეცვალა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე დამატებითი წნეხი შექმნა - ნავთობის ტრანზიტი 10%-მდე შემცირდა, რაც ინფლაციის ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკებს ზრდის.

ამ ფონზე, საქართველო მდგრად პოზიციას ინარჩუნებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა წელს 7.4%-ით გაიზრდება, რასაც ძირითადად ექსპორტის ზრდა განაპირობებს. 

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, თიბისი კაპიტალის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი დადებითი ტენდენციებით ხასიათდება - 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდული ბინების რაოდენობა 18.7%-ით, ხოლო ფასები 5.6%-ით გაიზარდა. ზრდას განაგრძობს ტურიზმიც - პირველ კვარტალში სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა 830 მილიონ დოლარს გადააჭარბა. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის შუა კორიდორზე გაზრდილი მოთხოვნაც, რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნები ირანის გვერდის ავლით ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს აქტიურად ეძებენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics