17:16 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 15:56:56, 293 ნახვა

საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric

„პორ­შემ“ პე­კი­ნის 2026 წლის ავ­ტო­გა­მო­ფე­ნა­ზე ახა­ლი Cayenne Coupé Electric წარ­მო­ად­გი­ნა - ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც მძლავრ პრო­პორ­ცი­ებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ელექტრო­შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან აერ­თი­ა­ნებს და რო­მე­ლიც ბრენ­დის სა­კულ­ტო მო­დე­ლის, 911-ის, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფორ­მი­სა და მისი Flyline-სა­ხუ­რა­ვის ინ­სპი­რა­ცი­ით შე­იქ­მნა. რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ისე ტექ­ნი­კუ­რად Cayenne Coupe თა­ვის სეგ­მენ­ტში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ემო­ცი­ურ და სპორ­ტულ SUV-ად მი­იჩ­ნე­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად ახალ­თა­ხა­ლი მო­დე­ლის 3 ვერ­სი­აა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

  • ემო­ცი­უ­რი დი­ზა­ი­ნი 911-ის დახ­რი­ლი სა­ხუ­რა­ვით

  • 3 მო­დე­ლი 850 კვ-მდე (1 156 ცხე­ნის ძალა) სიმ­ძლავ­რი­თელ

  • ექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­შუ­ა­ლო ხარ­ჯი: 22,0-20,0 კვ.სთ/100 კმ-ზე

  • გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი აე­რო­დი­ნა­მი­კა 0,23 cW-კო­ე­ფი­ცი­ენ­ტით

Cayenne Coupé-ს ახა­ლი მო­დე­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი დიდი სიმ­ძლავ­რის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დე­მონ­სტრი­რე­ბი­სა და 911-ის სა­კულ­ტო ფორ­მის უნი­კა­ლუ­რი შერ­წყმაა - იმ ფორ­მის, რო­მე­ლიც ულა­მა­ზე­სი, დახ­რი­ლი სა­ხუ­რა­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა და რო­მელ­საც „პორ­შე­ში“ Flyline-ს უწო­დე­ბენ. სა­ქა­რე მი­ნაც კუ­პეს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სტილ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

„სა­ხუ­რა­ვის დამ­რე­ცად დახ­რი­ლი ხაზი ათ­ლე­ტუ­რო­ბას შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ხა­ტავს და Cayenne Coupé-ს გან­სა­კუთ­რე­ბულ დი­ნა­მი­კუ­რო­ბას ანი­ჭებს“, - აცხა­დებს ექ­სტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი თო­მას შტო­პ­კა.

ადაპ­ტი­რე­ბა­დი უკა­ნა სპო­ი­ლე­რი ამ თვალ­ში­სა­ცე­მი, დახ­ვე­წი­ლი ფორ­მის ჰარ­მო­ნი­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა და და­სას­რუ­ლია. ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე, ცხა­დი ოპ­ტი­კა, რომ­ლი­თაც ახა­ლი მო­დე­ლის მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რი ყვე­ლა­ზე მე­ტად ამა­ყობს: „მკა­ფი­ოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ხა­ზე­ბი, გა­ნი­ე­რი პრო­პორ­ცი­ე­ბი და შავი ფე­რის ჩა­ნარ­თე­ბი ქმნის დი­ზა­ინს, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ში სპორ­ტუ­ლო­ბას ას­ხი­ვებს. ახა­ლი Cayenne Coupé Electric ექ­სტრო­ვერ­ტია, რო­მე­ლიც ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც სპორ­ტუ­ლი SUV“, - ესეც თო­მას შტო­პ­კას სი­ტყვე­ბია.

სწო­რედ ამ ფორ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბით, Cayenne Coupé Electric-ის შემ­თხვე­ვა­ში, ერთი და­მუხ­ტვით გა­სავ­ლე­ლი მან­ძი­ლის რე­სურ­სი 18 კი­ლო­მეტ­რი­თაა გაზ­რდი­ლი - 669 კი­ლო­მეტ­რამ­დე.

3 ვერ­სია გა­ყიდ­ვე­ბის სტარტზე

Cayenne Electric-ის Coupé-ვერ­სი­ებ­ში SUV-ს იდენ­ტუ­რი ამძრა­ვე­ბია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი ვერ­სი­ე­ბის შეკ­ვე­თა:

  • Cayenne Coupé Electric 300 კვ (408 ცხე­ნის ძალა), ოვერ­ბუსტ-სიმ­ძლავ­რე Launch Control-ით 325 კვ (442 ცხე­ნის ძალა), 0-100 კმ/სთ 4.8 წამ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რი სის­წრა­ფე: 230 კმ/სთ.

  • Cayenne S Coupé Electric 400 კვ (544 ცხე­ნის ძალა), ოვერ­ბუსტ-სიმ­ძლავ­რე Launch Control-ით 490 კვ (666 ცხე­ნის ძალა), 0-100 კმ/სთ 3.8 წამ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რი სის­წრა­ფე: 250 კმ/სთ.

  • Cayenne Turbo Coupé Electric 630 კვ (857 ცხე­ნის ძალა), ოვერ­ბუსტ-სიმ­ძლავ­რე Launch Control-ით 850 კვ (1 156 ცხე­ნის ძალა), 0-100 კმ/სთ 2.5 წამ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რი სის­წრა­ფე: 260 კმ/სთ.

ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ვა­ლი ნა­წი­ლის მხრი­ვაც SUV-ვერ­სი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სია. Coupé-ს სე­რი­უ­ლად მოჰ­ყვე­ბა ადაპ­ტი­რე­ბა­დი პნევ­მა­ტი­კუ­რი და­კი­დე­ბა Porsche Active Suspension Management-თან (PASM) ერ­თად.

800-ვოლ­ტი­ა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით Cayenne Coupé Electric შე­სა­ბა­მის DC სწრაფ დამ­ტენ­ზე 390-მდე კვ.სთ სიმ­ძლავ­რით იმუხ­ტე­ბა, სპე­ცი­ფი­კურ გა­რე­მო­ში კი 400 კვ.სთ-საც აღ­წევს. სე­რი­უ­ლი On-Board-დამ­ტე­ნით კი AC-და­მუხ­ტვის სიმ­ძლავ­რე 11 კი­ლო­ვა­ტამ­დეა და და­მა­ტე­ბი­თი ოფ­ცი­ით 22 კი­ლო­ვა­ტამ­დე შე­იძ­ლე­ბა გაზ­რდა.

Cayenne Coupé Electric-შიც გე­ლო­დე­ბათ Cayenne SUV-ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პორ­შეს უნი­კა­ლუ­რი მარ­თვა­დო­ბა, მის ინ­ტე­რი­ერ­ში კი ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე, ციფ­რუ­ლი და მძღოლ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის კონ­ცეფ­ცია. სა­ლონ­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია სენ­სო­რუ­ლი ეკ­რა­ნე­ბის დი­დე­ბუ­ლი ლან­დშაფ­ტი - სრუ­ლად ციფ­რუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის პა­ნე­ლი­თა და ცენ­ტრა­ლუ­რი, ე.წ. Flow-დისპლე­ით.

Cayenne Electric-თან შე­და­რე­ბით, Cayenne Coupé Electric-ის სე­რი­უ­ლი კომ­პლექ­ტა­ცია კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია - პა­ნო­რა­მუ­ლი ჭე­რით (პლუს Sunshine Control-ის ფუნ­ქცია) და Sport Chrono პა­კე­ტი. და­მა­ტე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მია კუ­პეს­თვის სპე­ცი­ფი­კუ­რი მსუ­ბუ­ქი სპორ­ტუ­ლი პა­კე­ტი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის წო­ნას და­ახ­ლო­ე­ბით 17,6 კი­ლოგ­რა­მით ამ­ცი­რებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რე­ბელს ახა­ლი Cayenne Coupé Electric-ის შე­ძე­ნა „პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლის­ში“ შე­უძ­ლია - „პორ­შეს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად სწო­რედ „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია წარ­მო­ად­გენს. „პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს პრე­მი­უმ ბრენ­დის უახ­ლეს ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ასე­ვე სრულ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო და სა­რე­მონ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ორი­გი­ნალ ნა­წი­ლებ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics