17:33 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 10:34:42, 2460 ნახვა

ეკონომიკა
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ

დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ. იწყება თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე აღსრულება.

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებებით, 1-ლი მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება შეიზღუდა. მათ კანონიერად დასაქმებისთვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება სჭირდებათ.

ახალი წესებით, ადგილობრივი დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, გამოცხადებულ ვაკანსიაზე უცხოელის დასაქმების საჭიროება დაასაბუთონ და შესაბამის უწყებებისგან ნებართვა მიიღონ. სრულად აიკრძალა უცხოელების დასაქმება, მაგალითად ისეთ საქმიანობებზე, როგორიცაა: გიდები, კურიერები, ტაქსის მძღოლები...

აღსანიშნავია, ისიც რომ დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულია ფინანსური სანქციები.

მართალია, უცხოელთა დასაქმების ახალი წესი მარტიდან ამოქმედდა, თუმცა, თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ახალი რეგულაციები 2026 წლის 1-ლი მაისიდან აღსრულდება. ანუ მათ ამ თარიღისთვის უნდა მოასწრონ ყველა დოკუმენტის მოწესრიგება.

ახალი წესების თანახმად, იმ თვითდასაქმებულ უცხოელებთან, რომლებიც 2026 წლის 1-ელ მარტისთვის უკვე ახორციელებდნენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას - არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს - მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1-ლი მაისიდან ამუშავდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics