|
2026-04-30 20:30:28, 5799 ნახვა
საზოგადოება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით (DMD) დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე თვეა პროტესტს მართავენ თბილისში, სახელმწიფოსგან თანამედროვე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდის შექმნის მოთხოვნით. მშობლებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადებებით არაერთხელ მიმართეს. პროცესის პარალელურად, სოციალურ ქსელში გამოიკვეთა “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში გამოვლენილი ანგარიშები “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში გამოვლენილი 17 ყალბი ანგარიშიდან 15 რუსთავი 2-ის პოსტებზე ჩართულობის გაზრდას მოწონებების (ლაიქების) გზით ცდილობდა. ხოლო ყალბი ანგარიში Ketevan Mikiashvili. რომელსაც სამთავრობო მედია სხვადასხვა კრიტიკულ საკითხებზე ხშირად, როგორც რეალურ პირს ისე ციტირებს, თავად დიუშენის სინდრომის თემაზე პოზიციას მის პოსტში გამოხატავდა. მიქიაშვილი მის პოსტში მედიკამენტების მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას აღვივებდა, ყურადღებას წამლების გვერდით ეფექტზე ამახვილებდა, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებზე, და ამასთანავე პარალელურად ავითარებდა ნარატივს, რომ პროტესტი პოლიტიკურად მართულია. მარი კვარაცხელიას სახელით მოქმედმა ანგარიშმა კი “დიუშენის სინდრომის შესახებ” PosTV-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი გააზიარა, რომელშიც პროტესტის ხელოვნურად ორგანიზებასა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ხალხის ამხედრებაზეა საუბარი.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლების პროტესტის პარალელურად დაავადებაზე მანიპულაციური ნარატივების გავრცელებაში მონაწილეობდნენ პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები (იმედი, რუსთავი 2, POSTV) და მათთან თანხვედრაში მოქმედი ფეისბუქ გვერდები და ანგარიშები („განულებული ოპოზიცია“, „ახლა • Akhla“ და სხვ.), რომლებიც პრეპარატების ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ. პარალელურად ვრცელდებოდა დეზინფორმაციული კამპანიებიც, მათ შორის პრეპარატების „სიკვდილის ექსპერიმენტად“ წარმოჩენა და კონსპირაციული მტკიცებები BlackRock-ის მონაწილეობაზე.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)