|
2026-04-30 16:20:08, 4386 ნახვა
ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
"არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - ამის შესახებ განცხადება არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ მოვედით გზავნილით, რომ საამიროებში ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. შეხვედრაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა მიმოვიხილეთ. ყურადღება გამახვილდა უძრავი ქონების სექტორსა და პორტების საქმიანობაში მიღწეულ პროგრესზე; ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას ენერგეტიკის, ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებებით. გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას," - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის თქმით, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ პორტები რჩება, საამიროების ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ ლოგისტიკის სფეროში, AD Port-მა, საქართველოში ინვესტიცია უკვე განახორციელა. „რაც შეეხება სხვა პროექტებს, მაგალითად, უძრავი ქონების სფეროს - Eagle Hills უკვე კარგად არის დამკვიდრებული ბაზარზე და აქტიურად ცდილობს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება დანერგოს", - აღნიშნა საიდ ალ ჰაჯერიმ.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)