14:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 13:46:33, 275 ნახვა

ეკონომიკა
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების ხარჯები შემცირდა.

კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 5%-ით 1 897 ლარამდე შემცირდა.

ხარჯებისგან განსხვავებით, ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.87 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.5 ღამე) 7%-ით მეტია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.2%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებზე.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 997.5 ათასი
ტურისტული ტიპის ვიზიტი, ეს წლიურ ჭრილში 4%-იანი ზრდაა.

ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 202.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 20%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 18.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12%-იანი წილით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics