18:35 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-25 13:15:15, 6220 ნახვა

ეკონომიკა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე

Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ვიქტორია კლიმიჩევას თქმით, საწვავის ხარჯმა ბილეთის თვითღირებულებას გადააჭარბა, რის გამოც ავიაკომპანია იძულებულია რეისების ოპტიმიზაცია დაიწყოს. ამის შესახებ მან BMG-სთან განაცხადა.

"ბუნებრივია, საწვავთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაციის სექტორზე და ჩვენნაირ პატარა ავიაკომპანიას მძიმედ დააწვა. ერთი მაგალითი რომ მოგიყვანოთ: ერთ რეისზე, მაგალითად, პარიზის მიმართულებით, ორივე გზაზე მჭირდებოდა დაახლოებით 26 ტონა საწვავი, რაც დაახლოებით 50 000 დოლარია. 100 მგზავრზე რომ გადავთვალოთ, საშუალოდ ბილეთის ფასი საშუალოდ 500 დოლარი გამოდის, მხოლოდ საწვავის ნაწილზე რომ ვისაუბროთ. ჩვენს შემთხვევაში კი ბილეთის ფასი ორივე გზაზე 300-350 ევრო იყო. ეს არის ოპერაციული ხარჯების მხოლოდ საწვავის სეგმენტი, რაც ახლა მაგალითად მოგიყვანეთ. დანარჩენი მომსახურება აეროპორტის მოსაკრებელი, ნავიგაცია, თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურება, დაზღვევა, კვება და ა.შ. პრაქტიკულად ჰაერში რჩება და ხარჯი 100%-ით საწვავზე მოდის.

ეს არის მხოლოდ ერთი რეისის მაგალითი და შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ავიაკომპანია დიდ ზარალს ნახულობს. მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს ოპტიმიზაციის კუთხით და რასაკვირველია, მცირდება რეისები იმ მიმართულებებით, რომლებიც ნაკლებად დატვირთულია. შესაძლებელია, პირობითად კიდევ 100 რეისი შესრულდეს ამ რეჟიმში, მაგრამ 101-ე რეისი უკვე ვეღარ შესრულდება და თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა, ავიაკომპანია შესაძლოა გაკოტრების რეჟიმში გადავიდეს. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას. დღეს მათთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ გამოსავალი მოიძებნება და გარკვეული დახმარების შემთხვევაში კომპანია შეძლებს ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.

როგორც მოგახსენეთ, ნაკლებად დატვირთულ მიმართულებებზე სიხშირეები მცირდება. ეს არის ოპტიმიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები, რასაც მენეჯმენტი ახორციელებს",- თქვა ვიქტორია კლიმიჩევამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics