|
2026-04-24 11:19:10, 2443 ნახვა
ეკონომიკა
Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები და გამოცდილების გაზიარება - ერევანში საქართველო-სომხეთის ბიზნესასოციაცია (GABA) დაფუძნდა. ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Premium Machinery Armenia (PMA)-მ. კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა საზოგადოებას რეგიონული გაფართოების მიმართულებით უცხოურ ბაზარზე „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება გაუზიარა, სომხეთის ბაზარზე კომპანიის მიერ განვლილი გზა გააცნო და მიღწეულ შედეგებსა და ორ ქვეყანას შორის სანდო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „2019 წლიდან „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმატებით ოპერირებს სომხეთში. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ სანდო პარტნიორობა იწყება არა მხოლოდ ბიზნესით, არამედ კომპანიის სტანდარტების ექსპორტით. ჩვენ ახალ ბაზარზე არ შევდივართ მხოლოდ პროდუქტით, ჩვენ გადაგვაქვს სრული გამოცდილება, მაღალი ხარისხი და ის ღირებულებები, რომლებმაც საქართველოში მომხმარებლის გამოცდილება გარდაქმნა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის, კულტურისა და მომხმარებლის საჭიროებების სიღრმისეული გააზრება. ამიტომ ვქმნით ძლიერ ადგილობრივ გუნდს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ექსპერტიზასა და ლოკალურ ცოდნას. კადრების მობილობა და ცოდნის გაზიარება გვეხმარება რეგიონულ ზრდაში - ქართველი და სომეხი პროფესიონალების ერთობლივი მუშაობა ქმნის ეკოსისტემას, სადაც საუკეთესო პრაქტიკები ერთიანდება“. Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. კომპანია ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: JCB, Renault Trucks, Sitruk, Fendt, Valtra, Zetor, Goldoni, Shell, Mobil და სხვა. PMA თავადაც ზრუნავს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე და სწორედ ამ მიზნით სამომავლოდ სომხეთიდან საქართველოში მსხვილი ბიზნესმენების ჩამოყვანასა და „თეგეტაში“ ინფოტურის ორგანიზებას გეგმავს ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. „ვფიქრობთ, სომხეთი სანდო და განვითარებადი ბაზარია. იმ კომპანიებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გაფართოებას გეგმავენ, ვურჩევდი, ჯერ კარგად შეისწავლონ ბაზარი და მისი სპეციფიკა, შექმნან ძლიერი ადგილობრივი გუნდი, შეინარჩუნონ მაღალი სტანდარტები ყველა ბაზარზე და იმუშაონ გრძელვადიანი ხედვით. მხოლოდ ასე იქმნება ნდობა და მდგრადი პარტნიორობა რეგიონში“, - აღნიშნა გრიგოლ ბაიბურთმა. ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური პარტნიორობა სტაბილურობისა და რეგიონული განვითარების საფუძველია, ქვეყნებს შორის კი ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს.
უნგრეთმა კვლავ შეაჩერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)