12:30 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-20 17:45:38, 5889 ნახვა

საზოგადოება
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა

20 აპრილს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), მოსადმა და შინ ბეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დაადასტურეს, რომ გამოვლენილია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ მხარდაჭერილი ქსელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და აზერბაიჯანში ებრაულ სამიზნეებზე თავდასხმებს გეგმავდა. მანამდე ანალოგიური ინფორმაცია აზერბაიჯანმაც გაავრცელა.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, დაჯგუფების გეგმები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აზერბაიჯანის სამართალდამცავმა ორგანოებმა მათი წევრები დააკავეს. გავრცელებული ცნობებით, დაკავებისას ეჭვმიტანილებს თან ჰქონდათ ფეთქებადი დრონები და სხვა სახის საბრძოლო მასალები, რომლებიც აზერბაიჯანში კონტრაბანდულად შეიტანეს. 

ისრაელური სააგენტოების მიხედვით, დაჯგუფების წევრები ირანიდან მიღებული პირდაპირი მითითებებით მოქმედებდნენ და ქვეყანაში სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდნენ. ისრაელის განცხადებით, IRGC-ის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება აზერბაიჯანში სხვა ობიექტებზე თავდასხმებსაც გეგმავდა.

მოსადის, IDF-ისა და შინ ბეთის აცხადებენ, რომ გააგრძელებენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა მსგავს საფრთხეებს გაუმკლავდნენ და ხელი შეუშალონ ირანის მცდელობებს, რომ მიზანში ამოიღონ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და უცხოეთში მდებარე დიპლომატიური ობიექტები.

ცნობისთვის, მარტის დასაწყისში ირანმა დრონებით ნახიჩევანის აეროპორტის ტერმინალის შენობასა და ახლომდებარე სკოლის ტერიტორიას დაარტყა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაშავდა.

ამის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად ქვეყანაში რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დავალებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას გეგმავდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics