|
2016-04-01 13:23:55, 756 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერალური მიწის - რაინლანდ-პფალცის შს მინისტრს შეხვდა
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს. შსს-ს ინფორმაციით, ქალაქ მაინცში გიორგი მღებრიშვილი რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ როგერ ლევენცს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა და როგერ ლევენცმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმს“, რომელიც თანამშრომლობის ძირითად სფეროებს განსაზღვრავს და პოლიციელთა შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მზაობას, უფრო მჭიდრო გახდეს გერმანიასთან თანამშრომლობა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რასაც თქვენ კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში გვაწვდით. ორგანიზებულ დანაშულს არა აქვს საზღვრები და არც ეროვნება. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა იმ ტრაგედიამ, რაც ცოტა ხნის ბრიუსელში და უფრო ადრე, პარიზში მოხდა. ამ პრობლემის დასაძლევად მთავარია საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება და საპოლიციო თანამშრომლობა. მემორანდუმი, რომელიც დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გავაფორმეთ, ჩვენს შორის არსებული ნაყოფიერი ურთიერთობების განვითარების საუკეთესო საფუძველია“, - განაცხადა როგერ ლევენცმა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, გერმანიასთან იყოს მჭიდრო ურთიერთობა არა მხოლოდ ფედერალურ, არამედ, მიწების დონეზეც. დროა, ურთიერთობების ახალ, კიდევ უფრო ქმედით ეტაპზე გადავიდეთ. აუცილებელია შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ჩვენს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობები, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია, გამოცდილება და დანაშაულთან ბრძოლის საერთო სტრატეგია შევიმუშაოთ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. რაინალდ-პფალცის შს მინისტრის მოადგილე გიუნტერ ქერნმა ქართული დელეგაციის წევრებს ფედერალური მიწის საპოლიციო სისტემისა და კრიმინალური სამსახურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარეები, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფების სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ. რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე სამუშო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი ქალაქ ჰანში პოლიციის უმაღლეს სკოლას ეწვია. საქართველოს შს მინისტრს სასწავლებლის ხელმძღვანელმა ფრიდელ დრიუბენმა უმასპინძლა და ინსტიტუტის სწავლების სისტემა და მეთოდიკა გააცნო. შეხვედრაზე პოლიციის უმაღლეს სკოლასა და შსს-ს აკადემიას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ჩვენ ცოდნითა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვით უნდა დავუპირისპირდეთ იმ გამოწვევებს, რაც პოლიციის წინაშე დგას“, - აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილი ფრიდელ დრიუბენს საქართველოს შსს-ს აკადემიის საპოლიციო განათლების რეგიონულ ცენტრად გარდაქმნისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. მხარეები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, პედაგოგებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)