|
2026-04-14 13:21:03, 5693 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
აშშ-ის საელჩო ულოცავს საქართველოს დედაენის დღეს და ხაზს უსვამს, რომ 14 აპრილი ქართველი ხალხისადმი პატივისცემაა. „1978 წლის 14 აპრილს, ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საბჭოთა კავშირის მცდელობას, ჩამოერთმია ქართული ენა ოფიციალური სტატუსით. დღეს ჩვენ პატივს ვცემთ მათ გამბედაობას და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზესა და უნიკალურობას. ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედაენის დღეს!“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღეა. 1978 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა რესპუბლიკებში ადგილობრივი ენებისთვის ოფიციალური სტატუსის ჩამორთმევა. რუსული ენა სსრკ-ის ერთადერთ ოფიციალურ ენად უნდა დარჩენილიყო. შესაბამისი ცვლილება უნდა შესულიყო საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ქართული ენა ოფიციალურ სტატუსს დაკარგავდა. ის საქართველოს უზენაეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. თუმცა, იმავე დღეს, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა თბილისში,რუსთაველის გამზირზე და წინააღმდეგობა გაუწია ამ გეგმას. მათი უმეტესობა სტუდენტი იყო. დედაქალაქში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს (ახლანდელი პარლამენტის) შენობამდე მასობრივი მსვლელობა მოეწყო. მსგავსი პროცესები ვითარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებაზე, საიდანაც ასევე ამოიღებდნენ ქართული ენის შესახებ სტატიას. სიტუაცია უმართავი ხდებოდა. საბჭოთა მთავრობას ორი ვარიანტი ჰქონდა: სისხლისღვრა ან დათმობები. ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა კაპიტულაცია დაესრულებინა და კონსტიტუციური ცვლილებები არ შეტანილა. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ისტორიკოსები თვლიან, რომ 1980-იან წლებში, სწორედ 1978 წლის 14 აპრილს მიეცა პირველი ბიძგი ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის აღზევებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში სამივე ქართული დამწერლობა (ასომთავრული (ანუ მრგვლოვანი), ნუსხური (მე-9 საუკუნიდან) და მხედრული (მე-11 საუკუნიდან) შეიტანა. თანამედროვე ქართული ენა 33 ასოსგან შედგება - ხუთი ხმოვანი და 28 თანხმოვანი. ანბანი შეიქმნა არაუგვიანეს მე-5 საუკუნისა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)