13:05 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-12 14:57:41, 10385 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ

მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით.

თავიდან ითქვა, რომ 24 აპრილს ყოფილიყო [სინოდის სხდომა], პატრიარქის მე-40 დღის წინა დღეს, მაგრამ შემდეგ ისიც ითქვა, რომ ძალიან იცვლება გარემოებები და ჩვენ რომ გვეთქვა [კონკრეტული თარიღი] ამ ნათქვამის ტყვეობაში ვიქნებოდით და რა საჭიროა, როგორც იქნება, ვეცდებით რომ არ დავარღვიოთ წესი როგორცაა, 40 დღე და შემდეგ 60 დღე. [...]

ადამიანს უთხრა, რომ შენ 70 წლის ხარ და შენი პატრიარქობა არ შეიძლება იმიტომ, რომ 70 წლის ხარ, მგონი არასწორია, საერთოდ. [...]

იმ შემთხვევაში თუ კომისიის რომელიმე წევრი დასახელდება კანდიდატად კომისიის წევრი აღარ იქნება და ჩანაცვლდება სხვა მღვდელმთავრით. - განაცხადა მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics