19:59 - 31 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-31 17:42:17, 307 ნახვა

პოლიტიკა
სუს ასახელებს რამდენი ადამიანი რჩება უკანონო პატიმრობაში

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი.

,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, ვგულისხმობ უკანონო დაკავებებს, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დადგება საკითხი ქალბატონ თამარ მეარაყიშვილის, რომელიც ჯერ უკანონოდ იქნა დაკავებული და შემდეგ - უკანონოდ გამოძევებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.

შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო დაკავების ერთი შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი, ასევე დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 შემთხვევა.

ამასთანავე, თავისუფალი გადაადგილების საკითხი არის ჩვენი დღის წესრიგის მუდმივი პუნქტი, ეს საკითხი რეგულარულად განიხილება და ბუნებრივია, მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ეს საკითხი აუცილებლად იქნება გაჟღერებული, რათა მოსახლეობამ შეძლოს სასაფლაოებზე დაუბრკოლებლად გასვლა და უსაფრთხოდ სახლებში დაბრუნება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
POG: მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სუს ასახელებს რამდენი ადამიანი რჩება უკანონო პატიმრობაში
საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics