04:21 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 19:46:54, 2116 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივას და ამბობს, რომ შესაძლოა, აღარ ეცადოს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.

ეს განცხადება დონალდ ტრამპმა მინისტრთან კაბინეტის სხდომის დაწყებადე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და დასძინა, რომ ირანის ლიდერებზეა დამოკიდებული, დაარწმუნონ ის ომის შეჩერებაში.

"ისინი გვთხოვენ შეთანხმებაზე მუშაობას, არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას. არც ის ვიცი, მზად ვართ თუ არა ამისთვის", - თქვა დონალდ ტრამპმა.

შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ცნობები, თითქოს ის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ იყო მიდრეკილი და აღნიშნა, რომ "მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა სწორედ ირანის ლიდერებისგან მოდის".

"ახლა მათ აქვთ შანსი შეთანხმების დასადებად, მაგრამ ეს მათზეა დამოკიდებული. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სწორი შეთანხმების მიღწევას, თუმცა, შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, უკვე დაგვიანებულია, რადგან ეს ოთხი კვირის წინ უნდა გაეკეთებინათ ირანელებს.", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ირანზეა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ და კონფლიქტი დაასრულონ.

"ვნახოთ, სურთ თუ არა ამის გაკეთება. [...] მანამდე კი, ჩვენ უბრალოდ განვაგრძობთ მათ განადგურებას, შეუფერხებლად", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics