01:36 - 27 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 19:01:49, 310 ნახვა

პოლიტიკა
NATO-ს ანგარიში: 2024-ის არჩევნების შემდეგ საქართველოსთან თანამშრომლობა გადაიხედა

დღეს, 26 მარტს NATO-ს ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის ჩანაწერი.

ანგარიშში, რომელიც 2025 წელს მოიცავს, აღნიშნულია, რომ "2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე, ალიანსის წევრებმა NATO-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს".

მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ამის შედეგად "NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების პრიორიტეტები გადაიხედა, მათ შორის "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" (SNGP) ზოგიერთი ასპექტი".

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ევროსკოპის ჟურნალისტის კითხვას უპასუხა საქართველოსთან დაკავშირებით და მოუწოდა საქართველოს, "დაუბრუნდეს პროევროპულ გზას და მომავალზე ორიენტირებულ მომავალს. მათ შორის, რომ განაგრძოს ტრაექტორია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კუთხით".

"საქართველოსთან დაკავშირებით ყოველთვის კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. რაც შეეხება NATO-საქართველოს ურთიერთობებს, ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობების გაგრძელებას აზრი აქვს. მაგრამ უნდა ვაღიაროთ ბოლო მოვლენებიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას. მათ შორის, რომ განაგრძოს ტრაექტორია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კუთხით, სადაც ახლა სერიოზული პრობლემები არსებობს. ასე რომ, ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი, დისკუსია, უნდა დავიკავოთ პოზიცია, რომ უმჯობესია ურთიერთობები გავაგრძელოთ, რომ არსებობდეს პლატფორმა დიალოგისთვის, ვიდრე ვთქვათ, რომ ჰეი, არ მოგვწონს, და ვასრულებთ ამ ურთიერთობებს", - თქვა მარკ რუტემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა
Times of Israel: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ იხრება
ეუთო-ს სპეცწარმომადგენელი: მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები ყურადღებით უნდა იქნას განხილული
ტრამპმა აღიარა, რომ უკრაინის ნაცვლად აშშ ხშირად აგზავნის საბრძოლო მასალას ახლო აღმოსავლეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics