|
2026-03-26 11:46:41, 945 ნახვა
პოლიტიკა
CIVICUS Monitor-ის რეიტინგში საქართველოს სტატუსი რეპრესიულით შეიცვალა
სამოქალაქო ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსის, CIVICUS Monitor-ის რეიტინგში საქართველოს სტატუსი "შეფერხებულიდან" "რეპრესირებულამდე" დაქვეითდა. CIVICUS Monitor-ის რუკაზე ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ვითარება შემდეგნაირად არის დაყოფილი:
CIVICUS Monitor-ის განმარტებით, ქვეყანას რეპრესირებულის სტატუსი ენიჭება, როცა სამოქალაქო სივრცე მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
2018-დან 2023 წლამდე CIVICUS Monitor-ის რუკაზე საქართველოს შევიწროებული ქვეყნის სტატუსი ჰქონდა. 2024 წელს საქართველოს სტატუსი შევიწროებულიდან შეფერხებულამდე დაქვეითდა. ბოლო, 2025 წლის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველო რეპრესირებული ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამოქალაქო თავისუფლებების შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მხოლოდ 34 აქვს. ქვეყანას 2024 წელს 54 ქულა ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელში ქვეყნის სამოქალაქო თავისუფლებების შეფასება 20 ქულით დაქვეითდა. სამოქალაქო თავისუფლებების მკვეთრი გაუარესების გამო, CIVICUS Monitor-მა საქართველო საზედამხედველო ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნულ სიაში ის ქვეყნები შეჰყავთ, სადაც სამოქალაქო თავისუფლებების სწრაფი და მნიშვნელოვანი გაუარესება შეინიშნება. CIVICUS Monitor-ს თანახმად, სიაში შეყვანა ასახავს დემოკრატიული უკუსვლის საგანგაშო ტემპს, რადგან მმართველი პარტია "ქართული ოცნება" იღებს ფართომასშტაბიან რეპრესიულ კანონებს და აძლიერებს ბრძოლას განსხვავებული აზრის წინააღმდეგ გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. საზედამხედველო სიაში მოხვედრის მიზეზებია:
საქართველოსთან ერთად, საზედამხედველო ქვეყნების სიაში ასევე მოხვდნენ ბენინი, ეკვადორი, ირანი და ფილიპინები - ყველა ის ქვეყანა, სადაც ბოლო პერიოდში უფლებების სწრაფი გაუარესება დაფიქსირდა. CIVICUS Monitor არის გლობალური კვლევითი პლატფორმა, რომელიც აფასებს სამოქალაქო თავისუფლებების მდგომარეობას, მათ შორის გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, 198 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. მსოფლიო მასშტაბით 20-ზე მეტი კვლევითი პარტნიორის ქსელის მიერ სამოქალაქო სივრცის დარღვევის შესახებ დადასტურებული ანგარიშების საფუძველზე, Monitor აკონტროლებს ინციდენტებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ცენზურას, აქტივისტების დაკავებას და სხვა. თითოეულ ქვეყანას ენიჭება 0-დან 100-მდე ქულა, რაც ასახავს მისი სამოქალაქო სივრცის ღიაობას, სადაც უფრო მაღალი ქულა მიუთითებს სამოქალაქო თავისუფლებებისადმი უფრო მეტ პატივისცემაზე. ამ ქულების საფუძველზე, ქვეყნები კლასიფიცირდება ხუთ კატეგორიად: გახსნილი; შევიწროებული; შეფერხებული; რეპრესირებული და ჩაკეტილი.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)