05:21 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 15:26:50, 1127 ნახვა

საზოგადოება
ანი მიროტაძე: ჯანსაღი კონკურენცია მომხმარებლისთვის კარგია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების და მათი კლების გამომწვევი მიზეზებზე საუბრობს.

აფბას-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო  4 თვის განმავლობაში მედიკამენტების ბაზარზე ფასები იკლებს. ასოციაცია აკვირდება 200 ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტის ფასთა ცვლილებას. რამდენად ეთანხმებით თქვენ ამ კვლევის შედეგებს?

- ეს თუ ასეა, მივესალმები. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. ვისაც მედიკამენტები სჭირდება, ეს შეღავათი იქნება მათთვის და ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს?! ბევრ ქვეყანაში სოციალურად დაუცველებისთვის არსებობს დაზღვევის პაკეტები წამლების შესაძენად. ვიმედოვნებ, საქართველოშც  ექნებათ ადამიანებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის  „ჰუმანითი ჯორჯიას“  წამლები გამოჩნდა. რამდენად იქონია ფასების შემცირებაზე გავლენა ამ კომპანიის გამოჩენამ?

- ჩემი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს საჭირო მედიკამენტი ხელმისაწვდომი. თუ ეს მიღწეულია, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შემოვიდა და რატომ? თუ ფასების შემცირება შესაძლებელი იყო, არსებულმა კომპანიებმა აქამდე რატომ არ გააიაფეს წამლები?!

ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა რა გავლენას მოახდენს არსებულ მდგომარეობაზე? გაიზრდება თუ არა კონკურენცია?

- ჯანსაღი კონკურენცია მომხმარებლისთვის არის კარგი. როდესაც მონოპოლისტია კომპანია, კონკურენტი არ ჰყავს, ის ისე აწესებს ფასებს, როგორც უნდა. მედიკამენტს, რომელიც მხოლოდ ერთ აფთიაქში იყიდება, ისეთი ფასი აქვს, როგორიც მის შემომტანს უნდა და ხელს აძლევს. ორ და სამ აფთიაქში რომ იქნება, ასეთ ფასს ვეღარ დაადებენ. ამიტომ კეთილი ინებონ კომპანიებმა, მოგების უფრო დაბალ მარჟაზე იმუშაონ და უკეთესი ხარისხით მოემსახურონ მოქალაქეებს.

როგორ შეაფასებთ, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლით თავისუფალმა კონკურენციამ თავად უზრუნველყოს ფასების დაწევა მედიკამენტებზე?

- სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს ფასებს, მან უნდა შექმნას კონკურენტული გარემო, სადაც ყველა სუბიექტს ექნება ოპერირების საშუალება და ეს მოთამაშეებს შორის თვითონ დაარეგულირებს თამაშის წესებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics