|
2026-03-23 16:55:54, 687 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - გუშინ, გასვენებაში იყო ფარისევლების შემოსევა - ბიძინა ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით
ბიძინა ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით, პატრიარქი განსაკუთრებით - ივანიშვილი საუბარს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქართული ეკლესიის განადგურებაა. „გუშინ, ქართულ მიწას ჩვენი სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მიაბარეს. ის იყო ჩვენი იდენტობის ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწე, ასევე ჩემი მეგობარი. გუშინ, გასვენებაში იყო ფარისევლების შემოსევა. ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით, პატრიარქი განსაკუთრებით. ივანიშვილი საუბარს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით. გუშინ რაღაც სიტყვა დაუწერეს. პატრიარქს ბოლო წლები ივანიშვილმა ჯოჯოხეთად უქცია. ჯერ ე.წ. „ციანიდის“ სკანდალი აუგორეს, რომელიც სპეცოპერაცია იყო. ამ ამბის შემდეგ პატრიარქი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ივანიშვილმა საპატრიარქოში დაუნიშნა მაყურებელი. შემდეგ იყო „კრებსების“ სკანდალი, სადაც აღმოჩნდა, რომ პატრიარქს უსმენდნენ, ეს წარმოუდგენელია. ჩემს დროს სპეცსამსახურები ახლოს არ ეკარებოდნენ და უკიდურესად ფრთხილები იყვნენ ეკლესიის საკითხებში. ეს სფერო სრულიად ხელშეუხებელია. ესენი მთელი აზარტით და აქტიურად უსმენენ. პატრიარქი მოაქციეს სრულ იზოლაციაში. ამის უამრავი მაგალითი მაქვს, პრაქტიკულად მისი სახელით ჩადიოდნენ იმას, რაც მათ სურდათ და რუსებს. ახლა ამ სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი დგება - ეკლესიის განადგურება, რადგან საქართველოს ეკლესია არის, ქვეყნის იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი და თუ ქართულ ეკლესიას გაანადგურებ, ასევე ანადგურებ ერის იდენტობასა და იმუნიტეტს. ივანიშვილისთვის ნებისმიერი ინსტიტუტი მიუღებელია - სახელმწიფო და ეკლესიის ავტორიტეტი ქვეყანაში. არსებობს მხოლოდ პუტინი, ის და მისი კერძო საკუთრება. პატრიარქის ანდერძიც ალბათ სადღაც გააქრეს, სუს-ში პატრიარქის გარდაცვალებიდან 2 საათში შეიქმნა შტაბი, მეუფეები გადანაწილებულები ჰყავთ. მზადდება ეკლესიაში ეგზარქოსის დასმა და ეკლესიის განადგურება. მე ახლა მოვაწერ ხელს მიმართვას, რომ მისი კანონიზაცია დაიწყოს და მისი წმინდანად გამოცხადების პროცესი. მადლობა გიულის [გიული ალასანია], რომ ბლოკადა გაარღვია და მივიდა პატრიარქის გასვენებაში. მე და გიული ბოლოჯერ 2017 წელს ვიყავით პატრიარქთან, ბერლინში, საავადმყოფოში. მიმეორებდა - „ბატონო მიხეილ დაბრუნდი უკან, დაბრუნდი უკან“ და დავბრუნდი და ხმა არ ამოაღებინეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ტრამპმა ირანზე საჰაერო თავდასხმების ხუთდღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
2000-იანი წლების დასაწყისიდან პირველად, რუსეთი ბიუჯეტის შესავსებად ოქროს რეზერვებს ყიდის
ღიად გეი დომინიკ კრაუზე მიუნხენის მერი გახდა
მიტროპოლიტი შიო - მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ზეციური მფარველი იქნება, ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოდან
|
რედაქტორის რჩევით
სამებაში პატრიარქის დაკრძალვაზე არცერთი ყოფილი პრეზიდენტი რეჟიმის წარმომადგენლებმა არ მიუშვეს
ილია მეორე სიონის ტაძრის მიწას მიაბარეს
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)