09:17 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-20 15:50:58, 3542 ნახვა

მსოფლიო
ლაიენის თქმით, EU გამონახავს უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის მიწოდების გზებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 20 მარტს თქვა, რომ უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირი გამონახავს გზებს, რათა უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გადასცეს.

ეს განცხადება მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

"უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გადაცემის საკითხზე, მინდა, გადავიდე.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროპის საბჭოში დეკემბერში. არსებობდა ერთი პირობა - რომ სამი ქვეყანა არ მიიღებდა მონაწილეობას ამ შეთანხმებაში. ეს პირობა შესრულებულია.

ნათლად ვთქვათ, რა მოცემულობაში ვართ: სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი არ ასრულებს საკუთარ სიტყვას. თუმცა მინდა გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი კიევში - ჩვენ ამას მაინც შევასრულებთ, ამა თუ სხვა გზით", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთეს ფრიდრიხ მერცმა და ემანუელ მაკრონმა.

"ჩვენ არ უნდა წავიდეთ კომპრომისზე.

სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერები შეთანხმდებიან გადაწყვეტილებაზე და ის აუცილებლად უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გარკვეულწილად აზრს უკარგავს თავად ჩვენს შეთანხმებებს.

ამიტომ ჩემთვის "გეგმა B" არ არსებობს, რადგან "გეგმა A" უნდა შესრულდეს. საბჭოს სანდოობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული", - თქვა ემანუელ მაკრონმა

"მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი კოლეგები, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრები ბევრად უფრო დიდი ხანია არიან, ვიდრე მე, ღრმად შეშფოთებულები არიან იმით, რაც ახლა ხდება.

ეს წევრ სახელმწიფოებს შორის ერთმანეთისადმი ერთგულების პრინციპის სერიოზული დარღვევაა, რაც ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.

აქამდე ამ ფორმით ასეთი არაფერი მომხდარა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ღრმა რეპუტაციულ კვალს დატოვებს", - თქვა ფრიდრიხ მერცმა.

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას იქამდე, სანამ კიევი მილსადენ დრუჟბას გავლით ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყენებენ დრუჟბას მილსადენით შესულ რუსულ ნავთობს - თუმცა, უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ ნავთობი აღარ მიეწოდებათ.

უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics